სიახლეები
18.04.2010
მიხეილ სააკაშვილი ლეხ და მარია კაჩინსკების დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად პოლონეთში შემოვლითი გზებით გაემგზავრა
მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში ლეხ და მარია კაჩინსკების დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ჩავიდა.
ევროპაში საჰაერო სივრცის დახურვის გამო საქართველოს პრეზიდენტმა პოლონეთში გამგზავრება შემოვლითი გზებით გადაწყვიტა. იმის ნაცვლად, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში ჩრდილოეთ მარშრუტით ანუ ვარშავაში ამერიკიდან საფრანგეთისა და გერმანიის საჰაერო სივრცის გავლით მოხვედრილიყო, ევროპაში შემქნილმა საგანგებო მდგომარეობამ მისი გეგმები შეცვალა.
საქართველოს პრეზიდნეტი საბოლოოდ პოლონეთისკენ სამხრეთ მარშრუტით გაემგზავრა. პოლონეთში მოსახვედრად მიხეილ სააკაშვილი ამერიკიდან ჯერ პორტუგალიაში ჩავიდა, შემდეგ იტალიასა და თურქეთში. ყველა ქვეყანაში პრეზინდეტს მგზავრობის გაგრძელების უსაფრთხოებისთვის სპეციალური ნებართვის აღება სჭირდებოდა.
რაც შეეხება, საქართველოს პირველ ლედის, ანალოგიური პრობლემების გამო სანდრა რულოვსი ბრიუსელიდან კრაკოვში სახმელეთო ტრანსპორტით ჩავიდა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური