Google+

სიახლეები

21.04.2010
საქართველოს პრეზიდენტი დონალდ ტრამპს შეხვდა

მიხეილ სააკაშვილი ნიუ-იორკში ამერიკელ მულტიმილიარდერს დონალდ ტრამპს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ტრამპი აღფრთოვანებულია საქართველოთი და მის შესახებ ძალიან ბევრი რამ იცის.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, საქართველოთი სერიოზული ადამიანები ინტერესდებიან და ამის მაგალითი ყველასთვის ცნობილი მილიარდერი დონალდ ტრამპია. "დონალდ ტპამპი ამერიკაში უძრავი ქონების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სააგენტოსა და ტელეკომპანიების წილის მფლობელია. მსოფლიოს მასშტაბით არის უამრავი სასტუმროსა თუ გასართობი ცენტრის მეპატრონე."-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)