Google+

სიახლეები

21.04.2010
მიხეილ სააკაშვილს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭეს

საქართველოს პრეზიდენტს ნიუ-იორკის უნივერსიტეტში საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭეს. "ჩემპიონი დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით"- ასე შეაფასა მიხეილ სააკაშვილი ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტი უნივერსიტეტში სიტყვითაც გამოვიდა და ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც სასწავლებლად ამ ქალაქში ჩავიდა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისი და ბარაკ ობამას მოგონებები ამ მეგაპოლისში გატარებული პირველი დღეების შესახებ ერთმანეთის მსგავსია. მან საქართველოზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ქვეყანას დემოკრატიული გზის განვითარების გარდა, სხვა არჩევანი არ აქვს.

"მინდა უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ ასეთი დახვედრისთვის.ამაყი ვარ,რომ ვიმყოფები ამ საოცარ უნივერსიტეტში.

მოხარული ვარ, რომ ვხედავ ძვირფას პროფესორებს. ჩემთვის, როგორც ყოფილი სტუდენტისთვის, უდიდესი პატივია ვიმყოფებოდე ამ კედლებში.

ჩემი პოლიტიკური შეხედულებები მყარად არის დაკავშირებული ნიუ-იორკთან. მე ჩამოვედი აბსოლიტურად განსხვავებული სამყაროდან.

ეს იყო საბჭოთა სამყარო, სასვე კორუფციით და ბიუროკრატიზმით. ყოველთვის ვიცოდი, რომ ვერასდროს შევიყვარებდი იმ საზოგადოებას.

მჭირდებოდა რაღაც სხვა, რადიკალურად განსხვავებული.

ნიუ- იორკი არ არის ის ქალაქი, რომელიც ხელგაშლით გიღებს. აქ ცხოვრება საკმაოდ ძნელია, ამის საკმარისი გამოცდილება მაქვს.

როდესაც კოლუმბიის უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ერთ საღამოს ოთახში სტუდენტის მოწმობა დამრჩა, ამის გამო კორპუსში არ შემიშვეს.

პირველი ღამის გათენება, ისევე როგორც პრეზიდენტ ობამას, მეც გარეთ მომიხდა, მაგრამ ეს არის შესაძლებლობების ქალაქი, სადაც შეიძლება დაეცე და ფეხზე წამოდგე. ეს არის ქალაქი, სადაც არავინ განგსჯის შენი სახელის ან შეხედულებების გამო. ბევრი რამ ვისწავლე აქ და ეს ახლაც მეხმარება.

ეს არის ქალაქი, სადაც ტრანსფორმაციას ემყარება დამოუკიდებლობა, დემოკრატიაც და ყველა სახელმწიფოებრივი ღირებულებაც.

მე დღეს შევხვდი ცნობილ მაგნატსა და ბიზნესმენს დონალდ ტრამპს, რომელმაც თავის დროზე ყველაფერი დაკარგა, მაგრამ გადარჩა და ფეხზე წამოდგა. ტრამპმა მითხრა, რომ ის აღფრთოვანებულია საქართველოთი. წლების წინ, მას ყველამ მოუჭრა გზა და დაბრუნება მაინც მოახერხა. როგორც არ უნდა დაეცე, მთავარია ფეხზე წამოდგომა შეძლო. ასეთია საქართველო, ეს არის მამაცი ხალხის სამშობლო. ქართველი ხალხი არასდროს დაბრუნდება კორუფციასა და ნიქილიზმში.

"ვარდების რევოლუცია" არ იყო მხოლოდ ის, რასაც ტელევიზიით უჩვენებდნენ, თუნდაც ტელეკომპანია "სი-ენ ენ"-ით. ყველაფერი ამის შემდგომ მოხდა. ადამიანების სოციალური ტრანსფორმაცია. ჩვენი რეგიონი ახლა რთულ მდგომარეობაშია. ჩვენ გვიწევს ქაოსის პირობებში მართვა, როგორიც რეგიონშია შექმნილი. რომ არა კრემლის მტრული დამოკიდებულება, სრულიად სხვა სურათი იქნებოდა.

ნიუ იორკი გადარჩენილთა ქალაქია და ამით ძალიან ჰგავს ჩემს ქვეყანას. ჩვენ აქ ვისაუბრეთ ვარდების რევოლუციასა და იმ ცვლილებებზე, რაც ჩემმა ქვეყანამ ბოლო 7 წლის განმავლობაში განიცადა.

მაგრამ მთავარი რამ, რაც ჩემს ქვეყანაში მოხდა, ეს იყო სოციალური ტრანსფორმაცია, რომელიც ეფუძნება დემოკრატიას, თავისუფლებას, უსაფრთხოებას და დასავლურ ინტეგრაციას.

ეს არ არის ადვილი პროცესი. წინ ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, თუმცა გვჯერა, რომ გადავრჩებით."- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)