Google+

სიახლეები

10.04.2010
მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია ”სი-ენ-ენ”-ის ეთერში ლეხ კაჩინსკის ტრაგიკული გარდაცვალების გამო განცხადება გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "სი-ენ-ენ"-ის ეთერში ლეხ კაჩინსკის ტრაგიკული გარდაცვალების გამო განცხადება გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ლეხ კაჩინსკი საქართველოს მეგობარი, მისაბაძი პოლიტიკოსი და ბრწყინვალე ადამიანი იყო.

"პრაგმატულ მსოფლიოში ის პრინციპებისა და მაღალი სულიერების პოლიტიკოსად რჩებოდა. როცა ჩვენ გვბომბავდნენ, გაფრთხილების მიუხედავად, პირადი სიმამაცის წყალობით ოთხ ევროპელ პრეზიდენტთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში და თავისუფლებისთვის ბრძოლაში გვერდით დაგვიდგა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ ლეხ კაჩინსკისთვის კატინის ტრაგედია ძალიან ბევრს ნიშნავდა.

"ჩემი ცხოვრების განმავლობაში შევეცდები, მას მივბაძო. ის დიდი პიროვნება იყო. მადლობა პოლონელ ხალხს, რომ ასეთი პრეზიდენტი აირჩია, რადგან ლეხ კაჩინსკი სწორედ დიდებული პოლონური სულის გამოხატულება იყო", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)