Google+

სიახლეები

10.04.2010
პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა განცხადება გააკეთა

პოლონეთის პრეზიდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა განცხადება გააკეთა.. მანანა მანჯგალაძის განცხადებით, პოლონეთს დღეს მთელი საქართველო უსამძიმრებს და უთანაგრძნობს, ვინაიდან პოლონეთის პრეზიდენტი იყო საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეგობარი და გულშემატკივარი. პრეს-სპიკერის განცხადებით, საკუთარ უდიდეს გულისტკივილს გამოთქვამს საქართველოს პრეზიდენტი.

"საქართველომ დაკარგა ყველაზე დიდი მეგობარი საერთაშორისო თანამეგობრობაში, პოლონეთმა და ევროპამ დაკარგა დიდი პოლიტიკოსი.

საქართველოს პრეზიდენტმა დაკარგა პირადი მეგობარი, დღენიადაგ საქართველოზე მზრუნველი, საქართველოზე თავდავიწყებით შეყვარებული ადამიანი, ჭირისუფალი, ქომაგი და მრჩეველი.

ქართველმა ხალხმა არასდროს არ უნდა დაივიწყოს პოლონეთის პრეზიდენტი - ლეხ კაჩინსკი, მისი პირადი ღვაწლი. ის ყოველთვის იდგა საქართველოს გვერდით და ზრუნავდა საქართველოზე, იყო მნიშვნელოვანი მოღვაწე არა მხოლოდ პოლონეთისათვის, ის იყო ისტორიული მოღვაწე საქართველოსთვისაც,

მისი სახელი დაუვიწყარი იქნება იმ განსაკუთრებული გმირობისთვის, რომელიც მან გამოიჩინა საქართველოს ინტერესების დასაცავად არა მხოლოდ საქართევლოში, არამედ მთელ მსოფლიოში იმ დიდი ისტორიული როლისთვის, რომელიც მან ითამაშა ჩვენი ქვეყნისათვის, იმ თავდადებისთვის, რომელიც მან გაიღო 2008 წლის ომის დღეებში. საქართველოს იშვიათად ყოლია ასეი დიდი მეგობარი მთელი ისტორიის მანძილზე.

სწორედ, ამ დიდი ღვაწლის გამო, საქართველოს პრეზიდენტმა გასცა განკარგულება, პოლონეთის პრეზიდენტს, ლეხ კაჩინსკის სიკვდილის შემდეგ მიენიჭოს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება, ხვალინდელი დღე -- 11 აპრილი კი, საქართველოში გამოცხადდეს გლოვის დღედ.

საქართველოს პრეზიდენტი ამ დიდი ტრაგედიის დროს უთანაგრძნობს მთელ პოლონეთს, პოლონელ ხალხსა და თითოეული დაღუპულის ოჯახს"-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)