Google+

სიახლეები

21.03.2010
საქართველოს პრეზიდენტი გამარჯვებულ რაგბისტებს შეხვდა

თქვენი ჭირიმე ბიჭებო, გენაცვალეთ იმისთვის რაც გააკეთეთ.

არა მარტო ჩვენი ხალხის სახელით, არამედ პირადად ჩემი, ერთი ქართველის სახელით მინდა გითხრათ გულწრფელი მადლობა და გამოვხატო საკუთარი აღფრთოვანება.

დღეს აქ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ არა უბრალოდ მოგილოცოთ, არამედ ჩვენც რაღაცით ავღნიშნოთ ეს გამარჯვება.

ვიდრე საქართველოში რაგბის განვითარების ახალი საპრეზიდენტო პროგრამის ხელმოწერაზე გადავიდოდე, მინდა გამოვეხმაურო იმას, რაც გუშინ თქვა ირაკლი აბუსერიძემ - ეს თამაში თქვენ მიუძღვენით საქართველოსთვის დაღუპული ბიჭების ხსოვნას და მათ ოჯახებს. მინდა მადლობა გითხრათ ამისათვის.

მე შევამჩნიე და ჩემი რეცეპტი გამოვიტანე იმისა, თუ როგორ იმარჯვებს გუნდი, რომელსაც აქვს მარტო ერთი სათამაშო მოედანი მთელ ქვეყანაში; წლების განმავლოვაში მოედნებზე სამადლოდ შეშვებაზე ჰქონდათ საქმე; აქვს ასჯერ უფრო ნაკლები ანაზღაურება, ვიდრე სპროტის სხვა სახეობისა და ჯგუფების წარმომადგენელებს.

გუსინ გიყურებდით და ერთი რამ შევამჩნიე - სპორტის ვერც ერთი სახეობის წარმომადგენელი საქართველოში ისე ვერ მღერის საქართველოს ჰიმნს, როგორც თქვენ. ეს არის გამარჯვებისკენ სწრაფვის პირველი რეცეპტი.

მე არ მინდა გავაიგივო სპორტი და პოლიტიკა. ჩვენ არანაირი პიროვნული არც სიძულვილი და არც ბოღმა არ უნდა გვქონდეს სპორტსმენებზე. სპორტი არის მეგობრობისთვის.

გუშინ გიყურებდით და ერთი რამ შევამჩნიე - როგორ რაინდულად ექცეოდით თქვენს მოწინააღმდეგეებს.

გუშინ საღამოს საგანგებოდ მოვიკითხე და აღმოჩნდა, რომ ამ მატჩის შედეგები არც ერთმა ტელე არხმა არ გადმოსცა რუსეთში.

აბა დამარცხებულიყავით, მერე ნახავდით ჟრიამულს. მარიუპოლში რუსეთის გამარჯვებაზე მილიონ დოლარს შეპირდნენ და ტრაბზონში ვიღაცის ჩარევით კიდევ მილიონი დოლარი დაამატეს ოღონდაც თქვენთვის მოეგოთ.

ამის გამოც არ შეიძლებოდა ამ მატჩის დათმობა.

თქვენ ნახეთ როგორი განწყობა სუფევდა სტადიონზე,ზუსტად ასეთივე განწყობა იყო ყველგან საქართველოში. დილის ოთხის ნახევრამდე ვუყურე ტელევიზორში კონცერტს, რომელიც ბათუმში თქვენს საპატივცემულოდ გაიმართა. საკმაოდ ციოდა, მაგრამ თქვენს მოლოდინში არავინ იშლებოდა.

ჩვენ ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი იმისათვის, რომ მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო დონეზე გავიდეთ. ვიცი, რომ სახელმწიფოს ჩარევისა და დახმარების გარეშე ამას ვერ მოახერხებთ. ამიტომ, მე გავაკეთე ახალი საპრეზიდენტო პროგრამა, რომლის თანახმადაც, დავაჩქარებთ სტადიონების მშენებლობას ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, ასევე თბილისში.

სკოლებში შემოგვაქვს სპორტი როგორც დისციპლინა. პრეზიდენტის განკარგულებით კი, ცალკე, საქართველოს რამდენიმე ასეულ სკოლაში ეტაპობრივად უნდა შემოვიტანოთ რაგბი, როგორც სასკოლო დისციპლინა. როგორც ჩანს ეს სპორტი ყველაზე მეტად შეესაბამება ჩვენს ეროვნულ სულისკვეთებას.

ჩვენ ინდივიდუალურად ძლიერი ვართ ჭიდაობაში, ძიუდოდში, მაგრამ კოლექტიურ სპორტში ყუველთვის გვიჭირდა.

თქვენ მოახერხეთ ამ ფსიქოლოგიის გარდატეხა და იმედი მაქვს, რომ სპორტის სხვა სახეობებიც აიღებენ თქვენგან მაგალითს.

საქართველოში 1000-ზე მეტი ფეხბურთის მოედანი გავაკეთეთ. სხვათა შორის, ამან შედეგი უკვე გამოიღო - პატარა ჩვენი ფეხბურთელები უფრო იგებენ და უფრო თავმოყვარედ მოაქვთ თავი, ვიდრე უფროსი თაობის წარმომადგენლებს.

მე იმედი მაქვს, რომ ქეცბაია და ახალი ფედერაცია მიაღწევს კარგ შედეგს. ასეთივე პროგრამა უნდა შევიმუშავოთ რაგბისთვისაც. რაგბი ყველაზე მაღალი დონის ეროვნულ სპორტად უნდა გამოვაცხადოთ.

პრობლემაა, რომ ჩვენთან კოლექტიური სპორტის განუვითარებლობის გამო, თქვენ გიწევთ ევროპის სხვადასხვა ჩემპიონატებში გიწევთ გამოსვლა.

პირადად ვიცნობ, ფრანგებს ინგლისელებს, რომლებიც რაგბის ქართული გუნდის "ფანები" არიან. ისინი ამბობენ, რომ მსგავსი სტილის რაგბს მსოფლიოში არავინ არ თამაშობს.

ჩვენ გვჭირდება ტურნირები და მზად ვართ, რომ ზაფხულში ბათუმში გავაკეთოთ შავი ზღვის აუზის ქვეყნების ტურნირი. მოვიწვიოთ რამდენიმე გუნდი საქართველოდან და ასევე გუნდები შავი ზღვის ყველა ქვეყნიდან. ვფიქრობ ეს აუცილებელია, რომ ჩვენმა გუნდებმა ივარჯიშონ და საქართველოშიც შეიქმნას ბაზა. ასევე შევქმნით ლიგას სკოლების დონეზე წლის დამლევამდე. მოედნებთან და აღჭურვილობასთან ერთად, რომელსაც რაგბისთვის ვამზადებთ, უფლება გვექნება, რომ მეტი შედეგი მოვითხოვოთ თქვენგან.

ჩვენ არა ვართ ისეთი მდიდარი ქვეყანა, როგორიც რუსეთია, მაგრამ, თქვენ იცით, რომ ფედერაციას დავპირდით ფულად პრემიას. დღეს ველაპარაკე თბილისის მერს გიგი უგულავას და მისი გადაწყვეტილებით, თბილისში კარგ ადგილას გამოიყოფა მიწა საცხოვრებელი ფართის ასაშენებლად. იმ პრემიას, რომელსაც დაგპირდით, გუშინდელი მატჩის მოგებითვის კიდევ დავუმატებთ თანხას.

გუშინდელი სიხარული და მონიჭებული სიამოვნება არ იზომება არავითარი ფულით.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გუშინდელ მატჩს ქართველებმა სპონტალურად უწოდეს ღირსების მატჩი. ამ მატჩის ყველა მონაწილეს ჩვენ გვინდა გადავცეთ ღირსების ორდენები.

მე მინდა პირველ რიგში გადავცე ეს ორდენები თქვენ კაპიტანს და იმ ბიჭებს, რომლებმაც დადეს ლელო. ასევე მინდა ღირსების ორდენი ფედერაციის ხელმძღვანელსაც გადავცე.

საქართველოს სურვილია ბევრად მეტი გაგიკეთოთ.

წლის ბოლოს გვექნება ბევრი სტადიონი, გვეყოლება გუნდები, ყველა ამ ღონისძიების შედეგად მატერიალურად თქვენც უკეთესად იქნებით და მიუხედავად იმისა, რომ ურთულეს ჯგუფში იმყოფებით, შედეგს ველით. გულში ჩამრჩა ირლანდიასთან ბოლოს არდადებული ლელო. ახლა უკვე უნდა მოვახდინოთ სასწაულები და ეს უნდა გავაკეთოთ ახალ ჩემპიონატში ახალ ზელანდიაში.

დიდი მადლობა!

ახლა ხელს მოვაწერ რაგბის განვითარების ახალ საპრეზიდენტო პროგრამას, რომელიც მოამზადა კულტურის და სპორტის სამინისტრომ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)