სიახლეები
14.04.2005
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქალაქის პროკურატურაში ახლადგარემონტებული შენობა დაათვალიერა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქალაქის პროკურატურაში მივიდა და ახლადგარემონტებული შენობა დაათვალიერა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოში მისი წინამორბედის დროს არ აშენებულა არცერთი ადმინისტრაციული შენობა. დღეს კი, მიუხედავად იმისა, რომ თანხები თავზესაყრელი არ არის, სახელმწიფო უწყებები ნამდვილ სახელმწიფო შენობებს ემსგავსება, სადაც პროფესიონალებს მუშაობის საშუალება ეძლევათ. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ეყოლება ისეთი პოლიცია და პროკურატურა, როგორიც ფრანგულ და ამერიკულ კინოებშია აღწერილი. "თუ გვინდა რომ გვყავდეს ადამიანური პოლიცია და პროკურატურა, ჩაცმულობა, სამუშაო პირობები და ხელფასები უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური