Google+

სიახლეები

20.04.2005
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა, სადაც საქართველოში ამჟამად მიმდინარე დადებითი მოვლენების შესახებ ისაუბრა. კერძოდ მან ყურადღება თავდაცვის სფეროზე, სამართალდამცავ სტრუქტურებზე, ქალაქების, მათ შორის თბილისის ინფრასტრუქტურაზე, განათლების სისტემასა და სხვა საკითხებზე გაამახვილა. "დღეს საქართველოში იზრდება თაობა, რომელსაც საკუთარი ქვეყნის დროშა უყვარს, ჰიმნს მღერის და მომავლის იმედი აქვს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოების გარკვეული წრეების კრიტიკა უსაფუძვლოდ მიიჩნია. მისი თქმით, ჭეშმარიტი დემოკრატია ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი კრიტიკულად, მაგრამ ობიექტურად შეაფასო, რომ მთავრობის ყველა ქმედება გამჭვირვალე იყოს და არა იმას, რომ დადებითი მოვლენები ცინიკურად მოიხსენიო.

პრეზიდენტს მიაჩნია, რომ არსებული პრობლემების მიუხედავად, ქვეყანა ძველი სტერეოტიპებისაგან უნდა გათავისუფლდეს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)