სიახლეები
20.05.2005
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცხინვალის ხელისუფლების მიერ ალიკ კოზაევის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცხინვალის ხელისუფლების მიერ საპატიმროდან ალიკ კოზაევის გათავისუფლებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ იგი მიესალმება ამ ფაქტს, რაც მისივე თქმით, ხელისუფლების მიღწევა და საზოგადოების დამსახურებაა. "ალიკ კოზაევი ოსი ხალხის ღირსეული წარმომადგენელი და ნამდვილი გმირია, რომელმაც ქართველებსა და ოსებს შორის მეგობრობის და მშვიდობის ფასი იცის", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური