Google+

სიახლეები

26.05.2005
თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო აღლუმი გაიმართა

დღეს თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო აღლუმი გაიმართა. აღლუმს პრეზიდენტთან ერთად სხვა ოფიციალური პირებიც ესწრებოდნენ, მათ შორის ლატვიის პრეზიდენტი ვაირა ვიკე- ფრეიბერგა, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.

პრეზიდენტმა სტუმრის თანდასწრებით ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ზეიმში ლატვიის პრეზიდენტის მონაწილეობა სიმბოლურია, რადგან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დამოუკიდებლობის მოპოვება პირველებმა სწორედ საქართველომ და ბალტიისპირეთმა შეძლეს.

მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ერს 26 მაისი - დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა, რომელშიც ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე და მიღწეულ წარმატეტებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში მომხდარმა ვარდების რევოლუციამ ევროპის გათავისუფლებას დაუდო სათავე. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ შეძლო კორუფციის დაძლევა, აღდგენილია უფასო სამედიციონო დახმარება, რომელიც დღეიდან ამოქმედდება, ქვეყნის აღმშენებლობა წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა წინსვლის მიუხედავად, საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი სირთულე აქვს გადასალახი.

"საქართველოს ევროკავშირსა და ნატოსკენ მიმავალი გრძელი გზა აქვს გასავლელი. ჩვენ ამ გზას ერთად გავივლით და ევროპაში ჩვენს ადგილს დავიბრუნებთ "-განაცხადა პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილი სუაამის ორგანიზაციის განვითარების საკითხსა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსაც შეეხო. მისი თქმით, საქართველოს რუსეთთან მხოლოდ კეთილმეზობლური, მეგობრული და თანასწორი ურთიერთობა სურს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)