სიახლეები
18.06.2005
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეზერვისტთა ახალი ბანაკის გახსნის ცერემონიას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კახეთის რეგიონს ეწვია, სადაც დღეს რეზერვისტთა ახალი ბანაკი გაიხსნა. რეზერვისტთა მე-14 ბანაკი შაქრიანის ტერიტორიაზეა განლაგებული და იქ სამხედრო მომზადებას 400-მდე ადგილობრივი მოსახლე სამი კვირის განმავლობაში გაივლის. საქართველოს პრეზიდენტმა რეზერვისტებს სიტყვით მიმართა.
"ყველა, ვისაც საქართველო უყვარს, თქვენით ამაყობს. ჩემთვის არ არსებობს უფრო მაღალი გამოვლინება მოქალაქეობრივი შეგნების, სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და სამშობლოს სიყვარულის", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ღონისძიებას გენერალური შტაბის უფროსი ლევან ნიკოლეიშვილი და საქართველოს შეიარაღერბული ძალების სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური