Google+

სიახლეები

13.07.2005
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აკადემიკოს ფრიდონ თოდუას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა აკადემიკოს ფრიდონ თოდუას ინიციატივას, რომლის თანახმადაც ცხინვალის რეგიონს უნიკალური სამედიცინო დანადგარი - კომპიუტერული ტომოგრაფი გადაეცემა. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ეს დიაგნოსტიკური აპარატურა მოხმარდება, როგორც ოსი წარმომავლობის ადამიანებს, ისე ქართველებსა და ამ რეგიონში მცხოვრებ სხვა ეროვნების წარმომადგენლებს. "ჩვენ მივესალმებით ყველა იმ ინიციატივას, რომელსაც კონფლიქტის დარეგულირების საერთო ნაბიჯების ფარგლებში განვიხილავთ" - განაცხადა პრეზიდენტმა. მისი თქმით, ფრიდონ თოდუას მიერ გამოჩენილი ინიციატივის მხარდასაჭერად, საქართველოს ხელისუფლება მზად არის ცხინვალს სასწრაფო დახმარების მანქანები უსასყიდლოდ გადასცეს, ასევე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გამზადებულია ახალი, სარეისო ავტობუსები, რომელიც ოსურ მხარეს ასევე უსასყიდლოდ გადაეცემა. "ამას გარდა, ჩვენ მზად ვართ სხვა ჰუმანიტარული პროექტებიც განვახორციელოთ, რათა ცხინვალელ თანამოქალაქეებს ცხოვრება და ყოველდღიური ყოფა შევუმსუბუქოთ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა - "ჩვენ მივესალმებით არა მარტო სახელმწიფო, არამედ კერძო ინიციატივებსაც. რაც უფრო მეტი კონტაქტი გვექნება და გახსნილი ვიქნებით ერთმანეთთან, რაც უფრო მეტ ადამიანობასა და სითბოს გამოვიჩენთ ერთმანეთის მიმართ, მით უფრო მალე დაინგრევა ჩვენს შორის აღმართული უნდობლობისა და მტრობის კედელი".


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)