Google+

სიახლეები

28.09.2005
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ავლაბრის მოედანზე ახალი შადრევანი გახსნა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის პირველ ლედისთან სანდრა ელისაბეტ რულოვსთან ერთად, ავლაბრის მოედანზე მივიდა და ახალი შადრევანის გახსნის ცერემონიას დაესწრო. მიხეილ სააკაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მიმართა და მათ თანადგომა და მხარდაჭერა სთხოვა.

"ჩვენ უკეთესად და უფრო ღირსეულად ვიცხოვრებთ, მაგრამ ამისათვის თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება. თქვენი მხარდაჭერა მთელი ქვეყნისა და მსოფლიოს დასანახად გვჭირდება, რათა დაწყებული საქმეები ორჯერ და სამჯერ მეტი ენერგიით გავაგრძელოთ. ვიცი, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია და თქვენი თანადგომითა და ერთიანობით ყველაფერს მივაღწევთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)