Google+

სიახლეები

12.10.2005
გარდაბანში ნავთობსადენის

დღეს გარდაბანში ნავთობსადენის „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი" საქართველოს მონაკვეთის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა. გახსნას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თურქეთის პრეზიდენტი აჰმედ ნეჯეთ სეზერი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დაესწრო.

მიხეილ სააკაშვილი ღონისძიებაში მონაწილე ოფიციალურ პირებს მიესალმა და ნავთობსადენის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის" საქართველოს მონაკვეთის გახსნას საქართველოსათვის „პოლიტიკური მნიშვნელობა" აქვს და ეს გადამწყვეტი იქნება საქართველოს განვითარებისათვის.

მიხეილ სააკაშვილი, ილჰამ ალიევი და აჰმედ ნეჯეთ სეზერი დღეს ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ საუკუნის პროექტი და მჭიდრო თანამშრომლობა რეგიონის სტაბილურობის გარანტი იქნება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)