სიახლეები
14.10.2005
მიხეილ სააკაშვილი კავკასიის ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებულებისთვის დიპლომების გადაცემის ცერემონიას დაესწრო
დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში კავკასიის ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებულებისთვის დიპლომების გადაცემის ცერემონიას დაესწრო. მიხეილ სააკაშვილმა განათლების სისტემაში რეფორმების გატარების აუცილებლობაზე ისაუბრა.
"საქართველოს მთავარი სიძლიერე მის განათლებულობაშია. ჩვენი პროფესორები და ლექტორები განათლებული ადამიანები არიან, მაგრამ სრულყოფილი ცოდნის მიღების სისტემა საქართველოში დანგრეულია, რის გამოც სერიოზული ცვლილებების განხორციელებაა საჭირო. ჩვენ მზად ვართ სახსრები მიზანმიმართულად ჩავდოთ იმისათვის, რომ თქვენ ამის საშუალება მოგეცეთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური