Google+

სიახლეები

14.10.2005
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მცხეთას ესტუმრა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მცხეთას ესტუმრა და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მივიდა, რის შემდეგაც პოლიციის ახლადგარემონტებული შენობა მოინახულა. მიხეილ სააკაშვილმა შესრულებული სამუშაო მოიწონა და მცხეთა-თიანეთის გუბერნატორის ვასილ მაღლაფერიძის საქმიანობა დადებითად შეაფასა. პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ გუბერნატორის მუშაობის საკმაოდ მოკლე პერიოდში დიდ შედეგებს მიაღწიეს და, რაც მთავარია, რეგიონში წესრიგი დამყარდა. მან აღნიშნა, რომ პოლიციის შენობის გარდა, მცხეთაში დღეს ახალი ბანკი და რამდენიმე სათამაშო მოედანი გაიხსნა, ხოლო შატილში უახლოეს დღეებში ორი ახალი სკოლა დაიწყებს ფუნქციონირებას.

პრეზიდენტმა იმ ფაქტზეც გაამახვილა ყურადღება, რომ მცხეთაში შემოსვლა დღეს ნებისმიერ მსურველს ყოველგვარი საშვის გარეშე შეეძლო. "ეს პირველი მცხეთობაა, როცა პარლამენტარები ცალკე საშვებით, ხოლო მდიდარი ადამიანები ფულითა და ჩაწყობით არ შემოდიან. პრივილეგიები არავის ჰქონდა და არც წესრიგის დარღვევის ფაქტები გამოვლენილა", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გურიის რეგიონში გუბერნატორად ალეკო ცინცაძის დანიშვნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა, იგი საკმაოდ კარგად დაახასიათა და დასძინა, რომ პარლამენტარების რწმუნებულებად დანიშვნის მეთოდმა გაამართლა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)