სიახლეები
27.10.2005
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კრწანისის სამხედრო ნაწილში საწვრთნელი განგაში გამოაცხადა
დღეს, დილის 5:30 საათზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა კრწანისის სასწავლო სამხედრო ნაწილში საწვრთნელი განგაში გამოაცხადეს. ნაწილში ამჟამად წვრთნას მე-2 და მე-3 ქვეითი ბრიგადების ბატალიონები გადიან.
მზადყოფნა განგაშის გამოცხადებიდან 3 წუთში განხორციელდა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა, თავდაცვის მინისტრმა და ჯარისკაცებმა დისლოკაციის ადგილიდან 4 კილომეტრიანი დისტანცია სირბილით, ნორმატივის შესაბამისად, 15 წუთში დაფარეს.
მიხეილ სააკაშვილმა ჯარისკაცების მზადყოფნასა და ფიზიკურ მომზადებას მაღალი შეფასება მისცა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური