Google+

სიახლეები

31.10.2005
პრეზიდენტი სააკაშვილი: ჩვენ ვართ ხალხის ხელისუფლება

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონების რწმუნებულებს შეხვდა და ახალი მითითებები გასცა.

"გადით ხალხში", - ასე მიმართა მან მხარის რწმუნებულებს და საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების გასაცნობად ორკვირიანი ვადა მისცა.

"ჩვენ ვართ ხალხის ხელისუფლება. ამიტომ ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა იყვნენ ხალხში და აწესრიგებდნენ ხალხისთვის საჭირბოროტო საკითხებს. ორ კვირაში შევიკრიბებით ზუგდიდში და ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა აინტერესებს ხალხს", აღნიშნა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)