Google+

სიახლეები

15.03.2006
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ავტომაგისტრალის მშენებლობა გახსნა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნატახტარში ჩავიდა, სადაც თბილისი-სოხუმის ავტომაგისტრალის პირველი მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, საავტომობილო გზაზე მსგავსი მასშტაბის სამუშაოები პირველად ხორციელდება და ეს გზა თბილისს მალე ცხინვალთან, შემდეგ კი სოხუმთან დააკავშირებს.

"თბილისი-ცხინვალი-სოხუმის ავტობანის მშენებლობას გახსნილად ვაცხადებ. 2008 წელს ამ გზით ცხინვალში ჩავალთ, ხოლო 2010 წელს, ან არაუგვიანეს 2011 წლის დამდეგისა, ეს გზა სოხუმშიც ჩაგვიყვანს. სოხუმში ჩასვლას ბევრად უფრო ადრეც ვგეგმავთ, მაგრამ შემდეგ უკვე კარგი გზებით, ყოველგვარი პრობლემის გარეშე ვივლით", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ავტობანი განსხვავებული ტექნოლოგიით დაიგება, გზის საფარი გაცილებით მყარი იქნება და მას 40-წლიანი გარანტია ექნება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)