სიახლეები
12.04.2006
მიხეილ სააკაშვილი: „ყველამ უნდა ვისწავლოთ ჩვენი ქვეყნის კარგად წარმოჩინება და წარდგენა“
ჩინეთ-საქართველოს ბიზნეს-ფორუმში, რომელიც პეკინში დღეს გაიმართა, 8 ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. რუსული ემბარგოს დაწესების შემდეგ, ქართველი მეღვინეები ჩინეთის ბაზარზე გასვლას ცდილობენ. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყველას მოუწოდა თავისი ქვეყნის შეძლებისდაგვარად წარმოჩენა. „ჩვენ ყველანი, დაწყებული პრეზიდენტიდან, დამთავრებული მინისტრამდე და თითოეულ ბიზნესმენამდე, ჩვენი ქვეყნის სარეკლამო აგენტები ვართ. ყველამ უნდა ვისწავლოთ ჩვენი ქვეყნის კარგად წარმოჩინება და წარდგენა" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური