სიახლეები
22.05.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახალხო ბანკის მუშაობით უკმაყოფილოა
დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახალხო ბანკის ერთ-ერთ ფილიალს ესტუმრა და პენსიონერთა რიგის გამო, ამ ბანკის მუშაობით უკმაყოფილო დარჩა. ვითარების გამოსასწორებლად, მიხეილ სააკაშვილმა ჯანდაცვის მინისტრს და სახალხო ბანკის ხელმძღვანელობას ერთი თვის ვადა მისცა, რათა პენსიების დარიგების ალტერნატიული ფორმა მოიძებნოს და დაინერგოს.
"მხოლოდ იმიტომ, რომ ბანკს მოგების დაკარგვა არ უნდა, პენსიის ასაღებად ხალხს უზარმაზარ რიგში არ უნდა უწევდეს დგომა. ხალხის აბუჩად აგდება უნდა დასრულდეს. გონს მოდით!" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა - "თუ სახალხო ბანკი პრობლემას დროულად ვერ მოაგვარებს, მას პენსიების დარიგების უფლება უნდა ჩამოერთვას და სხვა ბანკს გადაეცეს".
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური