Google+

სიახლეები

27.08.2006
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკელ სენატორებთან ერთად მცხეთაში სასამართლოს ახალი შენობა გახსნა

თბილისში ვიზიტად მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის დელეგაცია ჯონ მაკკეინის ხელმძღვანელობით დღეს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად მცხეთაში ჩავიდა.

მიხეილ სააკაშვილმა სტუმრებთან ერთად მცხეთის რაიონული სასამართლოს ახალი შენობა გახსნა.

'პატივია ჩემთვის სენატორებთან ერთად სასამართლოს გახსნა. ჩვენ გვქონდა პატივი, შარშან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯორჯ ბუშისთვის გვემასპინძლა. თუ ამერიკის პრესას დავუჯერებთ, დღეს შეიძლება ჯონ მაკკეინის სახით ამერიკის მომდევნო პრეზიდენტს ვმასპინძლობდეთ. თუ ჩემ ინტუიციას დავეყრდნობით და ზოგიერთი სენატორის ასაკს გავითვალისწინებთ, ჩვენ შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ რამდენიმე პრეზიდენტს ვმასპინძლობდეთ". - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, რამდენიმე წლის წინ საქართველოში სასამართლოს რეფორმას მხოლოდ ხუთი ადამიანი უჭერდა მხარს, მათ შორის ერთ-ერთი სენატორი ჯონ მაკკეინი იყო.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, დღეს ქვეყნის ხელისუფლებისთვის მთავარი არა მარტო გარემონტებული შენობა და მაღალი ხელფასებია, არამედ ის, რომ საზოგადოება პატივს სცემდეს მის მიერ დაქირავებულ მოღვაწეს და აკონტროლებდეს მას.

სასამართლოს გახსნის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა, მცხეთის პოლიციის შენობა დაათვალიერა. მცხეთიდან კი, მიხეილ სააკაშვილი სტუმრებთან ერთად გორში ჩავიდა. ამერიკის შეერთებული შტატების სენატორთა დელეგაცია ცხინვალში სამხრეთ-ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)