Google+

სიახლეები

05.10.2006
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და საკუთარი არჩევანი თბილისის 21-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა.

"მე ხმა მივეცი საქართველოს აღმშენებლობას, საქართველოს გამთლიანების პროცესის გაგრძელებას და მის წარმატებით დასრულებას. ამ არჩევნების მთავარი დანიშნულება სწორედ ესაა, ისევე როგორც ეს მთავარია ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ და მოქალაქეებს აქტიურობისაკენ მოუწოდა.

მიხეილ სააკაშვილმა 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეფასებისას აღნიშნა, რომ ეს საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.

"მნიშვნელოვანია, რომ მთელ ქვეყანაში არჩევნები დისციპლინირებულად და ორგანიზებულად გაიმართოს. საქართველოში ეს არის პირველი ფართომასშტაბიანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რაც დემოკრატიის განმტკიცებითვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. ეს არის მნიშვნელოვანი, რადგანაც საქართველოში ახალ სისტემას, ახალი ტიპის ფენომენს ვქმნით, რათა ჩვენი ქვეყანა სრულუფლებიან, ლიბერალურ, ევროპული სტილის სახელმწიფოდ გადავაქციოთ. ის ფორმა, რომლითაც ეს არჩევნები იმართება, ქართული დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)