Google+

სიახლეები

24.11.2006
საქართველოს პრეზიდენტი ძვ.წ მე-7 საუკუნით დათარიღებული ბრინჯაოს სკულპტურის ზუსტი ასლის გასხნის ცერემონიას დაესწრო

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბამბის რიგის ქუჩაზე ძვ.წ მე-7 საუკუნით დათარიღებული ბრინჯაოს სკულპტურის ზუსტი ასლის გასხნის ცერემონიას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწო.

მინსკის სამიტის წინ, საქართველოს პრეზიდენტი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებსაც შეეხო. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბელორუსში აუცილებლად გაემგზავრება, თუმცა უცნობია გაიმართება თუ არა რუს კოლეგასთან მისი პირისპირ შეხვედრა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ახლა ურთიერთობების გარკვევის დრო არ არის და ოფიციალურმა თბილისმა და მოსკოვმა არსებული პრობლემები ცივილიზებული გზით უნდა გადაჭრან.

„მე მზად ვარ რუს კოლეგას შევხვდე. თუ მოლაპარაკება არ გაიმართება, დამნაშავე ქართული კი არა, რუსული მხარე იქნება. მე ყოველთვის მიადვილდება მასთან საუბარი. ბუტიაობა არ არის პოლიტიკაში მიღებული, მათ ინტერესებშიც არის ის, რომ ჩვენი ურთიერთობის გალღვობა მოხდეს" - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

მიხეილ სააკაშვილი ზამთარში საქართველოს გაზმომარაგების საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, მოლაპარაკება ერთდროულად ოთხ ქვეყანასთან მიმდინარეობს და მოსახლეობა ბუნებრივი გაზისა და ელექტროენერგიის გარეშე არ დარჩება „ ყველაფერი მიდის იმ მიმართულებით როგორსაც ვვარაუდობდით. ჩვენ პრობლემები არ გველის. იმ მოლაპარაკებებიდან გამომდინარე რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, პირველად საქართველოს კი არ შამოაქვს ენერგია, არამედ ყიდის. ჩვენი მოლოდინი ასეთია - ყველაფერი წესრიგში იქნება" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)