Google+

სიახლეები

23.01.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხულოს ესტუმრა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი ხულოს რაიონს ესტუმრა, სადაც 250 ბავშვზე გათვლილი სპორტული სკოლა და სამკერვალო ფაბრიკა გახსნა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ხულოში წლობით გადაუჭრელი უმუშევრობის პრობლემა ამ ფაბრიკის საშუალებით მოიხსნება.

"ამ ადგილისთვის ეს, მართლაც, სასწაულია, რადგან ხულოში საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, არც ერთი ადამიანი არ ყოფილა დასაქმებული. დღეს გაიხსნა ფაბრიკა, რომელიც ამ წლის განმავლობაში ათას ადამიანს დაასამებს. ეს კი, თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ აქ, აჭარის ყველაზე უფრო ლამაზ, მაგრამ ყველაზე მიგდებულ ადგილას უმუშევრობის პრობლემა, პრაქტიკულად, მთლიანად იქნება მოგვარებული. ეს ის მოდელია, რომელიც დანარჩენ საქართველოშიც უნდა დაინერგოს. ქართველებმა მუშაობა იციან და უკეთ უნდა ვისწავლოთ, რადგან საამისოდ ნიჭი და სურვილი გვაქვს. სამკერვალო წარმოებები რუმინეთიდან, ევროპის სხვა ქვეყნებიდან, სწორედ, საქართველოს მიმართულებით მოდის. ეხლა მთავარია, რომ ინიციატივა გამოვიჩინოთ. ჩვენთან ერთადაა ინგლისის მოქალაქე, რომელმაც ეს გააკეთა, ჰოლანდიელებმა ეს თბილისში გააკეთეს, იგივე თერჯოლაში, ხელვაჩაურში, ქუთაისში კეთდება. საქართველოში მარტო ამ წარმოებებში რამდენიმე ათეული და ასეულობით ათასი ადამიანის დასაქმებაა შესაძლებელი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)