Google+

სიახლეები

31.01.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის ელჩს შეხვდა

დღეს სახელმწიფო კანცელარიაში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრ გელა ბეჟუაშვილთან ერთად, რუსეთის ელჩს შეხვდა. ვიაჩესლავ კოვალენკომ მიხეილ სააკაშვილს რწმუნებათა სიგელი გადასცა.

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზადაა, რუსეთთან ურთიერთობა "სუფთა ფურცლიდან" დაიწყოს. პრეზიდენტის თქმით, ეს მაშინ მოხდება, როდესაც რუსეთის მხარე საქართველოს მიმართ დაწესებულ ყველა შეზღუდვას მოხსნის.

"როდესაც დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება, მზად ვიქნებით, ჩვენთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც რეგიონალურ უსაფრთხოებასა და ორმხრივ ურთიერთობებს შეეხება, რუსეთთან დიალოგი გავაღრმავოთ და ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დავიწყოთ. სავსებით დარწმუნებული ვარ, რომ აყვავებული, ერთიანი და მრავალეროვანი საქართველო რუსეთისთვის სანდო პარტნიორი იქნება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)