Google+

სიახლეები

21.02.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საბაჟოს უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოულოდნელად საბაჟო ტერმინალი „ოპიზა" შეამოწმა. მიხეილ სააკაშვილი ტერმინალზე არსებული მომსახურების პირობებით უკმაყოფილო დარჩა, რისთვისაც მან საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ანთელიძე მკაცრად გააკირიტიკა და მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება ადგილზე მიიღო.

„ერთი წლის წინ ანთელიძეს მკაცრი გაფრთხილება მივეცი, თუმცა მდგომარეობა დღემდე არ გამოსწორებულა. დღესვე მოხსენით ყველა თანამშრომელი, აიყვანეთ ახალი კადრები, მიეცით მათ მინიმუმ 1000 ლარი ხელფასი, ზუსტი ინსტრუქციები და ზუსტი დავალებები. მეორედ აღარ დავინახო, რომ ადამიანები ასე გაწვალდნენ"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)