Google+

სიახლეები

06.03.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ასტანაში ყაზახეთის პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს შეხვდა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ყაზახური ინვესტიციით ფოთში ხორბლის გადამამუშავებელი, ხოლო ბათუმში ნავთობის ტერმინალების აშენება იგეგმება.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული პროექტებისთვის დაახლოებით 14 მილიარდი დოლარი დაიხარჯება.

მილიარდიან კაპიტალდაბანდებას გარანტად საქართველოს და ყაზახეთის პირველი პირები ჩაუდგებიან.

საქართველოს პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ პროექტების განხორციელება მნიშვნელოვნად პოზიტიურ გავლენას მოახდენს როგორც ქვეყნის ეკონომიკაზე, ასევე რეგიონის მოსახლეობაზეც.

ქართულმა მხარემ ყაზახ კოლეგებთან ერთად სარკინიგზო და საავიაციო ტრანსპორტის, მათ შორის საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში ინვესტირების საკითხიც განიხილეს.

დღესვე საქართველოსა და ყაზახეთს შორის სატრანსპორტო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)