სიახლეები
26.04.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრს გორდენ ბრაუნს შეხვდა
დღეს ლონდონში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრის გორდენ ბრაუნის შეხვედრა გაიმართა. აღსანიშნავია, რომ გორდენ ბრაუნი არჩევნებამდე უცხოელ პოლიტიკოსებს არ ხვდება, თუმცა მომავალმა პრემიერ-მინისტრმა მიხეილ სააკაშვილისთვის გამონაკლისი დაუშვა. საქართველოს პრეზიდენტი ერთადერთი ლიდერია აღმოსავლეთ ევროპიდან, რომელიც დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრს შეხვდა.
„მოხარული ვარ, რომ თქვენთან შეხვედრის საშუალება მომეცა. ვიცი, რომ თქვენს ქვეყანაში ძალიან წარმატებული რეფორმები ხორციელდება. ისიც ვიცი, რომ საქართველო რეგიონში დემოკრატიის შუქურაა. დიდი ბრიტანეთი მხარს დაუჭერს ევროატლანტიკურ სტრუქტურაში საქართველოს გაწევრიანებას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბრიტანეთი ერთ-ერთი მთავარი ინვესტორია საქართველოში", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა გორდენ ბრაუნმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური