Google+

სიახლეები

21.05.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოში საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში და G11 ჯგუფის სამიტზე მონაწილეობის მისაღებად იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. ფორუმში მონაწილეობას იღებდა 16 სახელმწიფოს მეთაური , 56 ქვეყნის ათასამდე პოლიტიკოსი და წამყვანი ბიზნესმენი.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იორდანიის მეფეს აბდულა II იბნალ ჰუსეინს შეხვდა, ორმხრივი შეხვედრისას ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. მეფე აბდულა II იბნალ ჰუსეინმა საქართველოში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით აღფრთოვანება გამოხატა. შეხვედრაზევე დაიგეგმა მისი საქართველოში ოფიციალური ვიზიტი ივნისის შუა რიცხვებში.

შეხვედრის შემდეგ, ხელი მოეწერა იორდანიისა და საქართველოს მთავრობებს შორის პირველ ორმხრივ ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც ორი ქვეყნის შემდგომი თანამშრომლობის საფუძველი იქნება.

მიხეილ სააკაშვილმა მონაწილეობა მიიღო ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაში, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები და პრემიერ- მინისტრები ესწრებოდნენ. საქართველოს პრეზიდენტმა მოხსენებაში, „საქართველო -წარმატების ფორმულა", დამსწრე საზოგადოებას საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და პოლიტიკურ- ეკონომიკურ სფეროებში მიმდინარე წარმატებებზე ესაუბრა.

ეკონომიკური ფორუმის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო „G11" ჯგუფის შეკრებაზე. ეს გაერთიანება გასულ სექტემბერში იორდანიის მეფის, აბდულა II იბნალ ჰუსეინის იციატივით გაეროს ასამბლეის მიმდინარეობის დროს შეიქმნა, რომელიც აერთიანებს იორდანიას, მაროკოს, ეკვადორს, საქართველოს, ინდონეზიას, პარაგვაის, შრილანკას, გონდურასს, პაკისტანს, ხორვატიას და სალვადორს.

სამიტზე განისაზღვრა „ G11" და „G8" ჯგუფის ქვეყნების პოტენციური თანამშრომლობის ოთხი სფერო:

ინვესტიცია ინფრასტრუქტურაში;

მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობა;

განვითარებისა და კვლევის ბაზის ჩამოყალიბება და ტექნოლოგიების გაცვლის ხელშეწყობა;

სიღარიბის დაძლევა და განათლების სფეროსთვის ხელშეწყობა.

.

„ჩვენი ყურადღება კონცენტრირებულია და ორიენტირებულია შედეგზე. ტრანსპორტის, ტურიზმის, ენერგეტიკის და ვაჭრობის სფეროში პროექტების შედგენასა და განხორციელებაზე.... აქამდე „G-8-ის"ჯგუფის ქვეყნების დახმარების პროგრამების უდიდესი ნაწილი იმ განვითარებად ქვეყნებში მიდიოდა, რომლებიც ვერ ვითარდებოდნენ, სადაც რეფორმები ვერ ან ცუდად ხორციელდებოდა; ხოლო ისეთ ქვეყნებს, როგორიც ჩვენ ვართ - წარმატებულად განვითარებად ქვეყნებს, სწორედ მათ სჭირდებათ დახმარება, რადგან რეფორმების შედეგები სახეზეა. აქ ნაყოფიერი ნიადაგია განვითარებისთვის.... შემოვდივარ ინიციატივით, რომ ეს საკითხი განვიხილოთ „G-8" ჯგუფის ქვეყნებთან, ისივე, როგორც მსოფლო სავაჭრო ორგანიზაციასთან და გაეროსთან ერთად" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

ასეთი ტიპის ფორუმები ხელს უწყობს თანამშრომლობის გამყარებას ამ რეგიონების ქვეყნებს შორის და დანარჩენ მსოფლიოში.

სამიტის შედეგად, გამოქვეყნდა დეკლარაცია - ფორუმის მონაწილე ქვეყნების ეკონომიკის განვითარების საერთო ხედვის შესახებ, რომელიც „G-8" ჯგუფის ქვეყნებს შემდეგ სამიტზე ივნისის თვეში გადაეცემათ.

ამ ქვეყნებს შორის მთლიანი შიდა პროდუქტის (GDP) ყფელაზე მაღალი მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე აქვს საქართველოსა და ხორვატიას.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრები გამართა კუვეიტისა და ხორვატიის პირველ პირებთან, ასევე ბიზნეს წრეების წარმომადგენლებსაც შეხვდა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)