Google+

სიახლეები

26.05.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დადიანების სასხლის პარკი გახსნა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდს ესტუმრა, სადაც დადიანების სასახლის პარკის გახსნის ცერემონიას დაესწრო. პარკი ჰოლანდიელმა არქიტექტორებმა დააპროექტეს.

მიხეილ სააკაშვილმა იქ შეკრებილ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

„მინდა მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ჩემი საყვარელი ქალაქიდან - ზუგდიდიდან! პარკი, რომლის გაშენებასაც დაგპირდით, დღეს გაიხსნა. საქართველოში შემორჩენილი ერთადერთი ევროპული ტიპის სასახლის აღდგენასაც ისე ვაპირებთ, რომ ზუგდიდელებმაც იამაყონ და ნარჩენმა საქართველომაც" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, კულტურული ობიექტების გახსნა მთელ საქართველოს მაშტაბით იგეგმება. სკოლების რეკონსტრუქცია განვითარებული ქვეყნების მსგავსად მოხდება. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, წელს ზუგდიდში სპორტის სასახლე და საცურაო აუზებიც გაიხსნება.

„ზუგდიდი უნდა იყოს სანიმუშო ქალაქი. სამეგრელო ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონია. სულ რამდენიმე კილეომეტრი გვაშორებს იმ უწმინდესი მიწისგან, რომელიც ამ ქვეყნის განუყოფელი ნაწილია.

აქ დაპირებების დასარიგებლად კი არ ჩამოვსულვარ, არამედ შესრულებულის სანახავად. ეს მხოლოდ დასაწყისია. მთავარი, რა თქმა უნდა, სამუშაო ადგილები და ხალხის დასაქმებაა. მნიშვნელოვანია, რომ ბევრად მეტი საქმე გაკეთდეს, მიწები დამუშავდეს, ინვესტიციები განხორციელდეს, რაზეც ჩვენს თანამებრძოლებთნ ერთად ყოველდღიურად ვმუშაობთ. მიხარია, რომ ყველაფერი კეთდება შესაძლებელი ტემპით ისე, როგორც ჩაფიქრებული გვქონდა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)