Google+

სიახლეები

01.06.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ღუდუშაურის ცენტრს ესტუმრა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მეუღლესთან სანდრა რულოვსთან ერთად ღუდუშაურის ცენტრში იმყოფებოდა, სადაც თანდაყოლილი პათოლოგიების ადრეულ ასაკში გამოვლენის პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო. პროგრამა რისკის ჯგუფში მყოფი ფეხმძიმე ქალების ნაყოფის გენეტიკურ კვლევას ითვალისწინებს და უპირველესად, სოციალურად დაუცველი ქალების დახმარებას გეგმავს.

"ორი წლის წინათ საქართველოში არ გვქონდა ელემენტარული აპარატურაც კი, რომლის საშუალებითაც ამ ტესტების ჩატარება იყო შესაძლებელი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ნებისმიერი ჩვენი მოქალაქისთვის ეს ხელმისაწვდომი იყოს. ძალიან ცოტას თუ შეუძლია გამოსაკვლევად საზღვარგარეთ წასვლა, ამიტომ საქართველოში ყველანაირი ლაბორატორია უნდა გვქონდეს და ყველა ოპერაცია და ტესტი უნდა კეთდებოდეს. საქართველოში საავადმყოფოებსა და ლაბორატორიებს ვაშენებთ. ყველაფერი ეს კეთდება იმისათვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს არსად წასვლა არ დასჭირდეს და მსგავსი გამოკვლევა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. ბედნიერი, ვარ რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამას მივაღწიეთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დღესვე მიხეილ სააკაშვილი არტჰოლის სპექტაკლს დაესწრო, რომელიც რუსთაველის თეატრში ნოდარ დუმბაძის წარმოდგენების მიხედვით გოგა პიპინაშვილმა დადგა. მასში მოზარდები მონაწილეობდნენ, მათ შორის ისეთებიც, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ.

"მათ უნდათ ყველანაირი მხარდაჭერა. პირადად ჩემთვის თემა ძალზე საინტერესოა და მნიშვნელოვანია ისიც, რომ მათში არავითარი სიყალბე არ არის", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა იუბილარ ტელევიზიებს - "რუსთავი2"-სა და "მზეს" დაბადების დღეც მიულოცა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)