Google+

სიახლეები

13.06.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება.

მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთი პირველი პრეზიდენტია, რომელიც საფრანგეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ საკუთარ რეზიდენციაში მიიღო. შეხვედრისას მათ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივები და ე.წ. გაყინული კონფლიქტების თემა განიხილეს. პრეზიდენტებმა საგარო და საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტები დასახეს და საქართველოსა და საფრანგეთს შორის ეკონომიკური კავშირის გაღრმავებაზე ისაუბრეს. ნიკოლა სარკოზი აცხადებს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამასთან დაკავშირებით, მან რუს კოლეგასთან საუბრისას მკვეთრად გამოხატა საკუთარი პოზიცია და განუცხადა მას, რომ კოსოვოს მოდელი არ შეიძლება გახილული იყოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარების დროს.

შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა კომენტარი გააკეთა: "საფრანგეთის დუმილის ხანა დამთავრდა. ახლა საგარეო პოლიტიკის შეხედულებებთან დაკავშირებით დამოკიდებულება შეიცვლება. დროა საფრანგეთის ახალმა მთავრობამ და პრეზიდენტმა მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებში თავის სიტყვა თქვას და ყველა მიმართულებით გააქტიურდეს. უმეტყველობის დრო წარსულს უნდა ჩაბარდეს. ნიკოლა სარკოზისთან ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა. ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრეთ, კერძოდ, ევროპის ახალ პოლიტიკაზე, ქართულ-ფრანგული ურთიერთიერთობის გაღრმავებაზე ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით. ჩვენი პოზიციები ერთმანეთს დაემთხვა. ვიცით, რომ საფრანგეთი მხარს გვიჭერს ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით და ვიმედოვნებ, რომ მომავალში კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ".

საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტების პირისპის საუბრის შემდეგ, ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის, გაიმართა შეხვედრა გაფართოებული ფორმატით.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში მოიწვია ფრანგი კოლეგა, რომელიც ჩვენს ქვეყანას, სავარაუდოდ, შემოდგომით ესტუმრება.

პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა მოლაპარაკება გამართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ნიკოლას ბერნსთან. კერძოდ, ისინი ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტებისა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხებს შეეხნენ. როგორც ნიკოლას ბერნსმა განაცხადა იგი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მზადაა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას დაუჭიროს მხარი.

მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბერნარ კუშნერსა და თავდაცვის მინისტრს ერვე მორენს შეხვდა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)