სიახლეები
10.08.2007
საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საფრანგეთის სრულუფლებიანმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა
საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ერიკ ფურნიემ რწმუნებათა სიგელები გადასცა.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიას ესწრებოდა საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი დრუტ ლუზინსკი, საფრანგეთის საელჩოს სამხედრო ატაშე დანიელ შამბონი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური