Google+

სიახლეები

23.09.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტურიზმის პროფესიული სწავლების ცენტრი გახსნა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ფრანჩესკო ფრანჯიალიმ, ტურიზმის პროფესიული სწავლების ცენტრი "იკაროსი" გახსნეს.

"ჩვენ ძალიან დიდი ტრადიციების მქონე, სტუმართმოყვარეობით ცნობილი ქვეყანა ვართ და დანარჩენი მსოფლიოსათვის ჩვენი ტრადიციებისა და საქართველოს უკეთ წარმოსაჩენად ბევრი პროფესიონალის მომზადება გვჭირდება. საქართველოში ეს უკვე მეექვსე პროფესიული სკოლაა, რომელიც ჩვენ შევქმენით. ასეთი სკოლები ძალზე პრესტიჟული გახდა, რადგან ადამიანი, რომელიც პროფესიას ამ სასწავლებელში დაეუფლება, სამსახურს ავტომატურად იშოვნის. ეს ძალზე მნიშვნელოვანია ასევე ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ცენტრი ქართულ-ბერძნული პარტნიორობის ფარგლებში დაარსდა და სასწავლებელში ყოველწლიურად 400-მდე სტუდენტი მომზადდება. კვალიფიკაციის ასამაღლებლად შემუშავებულია 15 კვირიანი პროგრამები და სწავლებას უკვე დასაქმებული ან გარკვეული გამოცდილების მქონე სტუდენტები გაივლიან. ასევე არის ერთწლიანი პროგრამები, რომელთა საშუალებითაც მომზადდებიან ბარმენები, მიმტანები, სასტუმროების რეზერვაციის აგენტები და სხვა სახის სპეციალისტები.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)