სიახლეები
04.01.2008
პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე ლიტვის პრეზიდენტს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროპარლამენტის პრეზიდენტსა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეფონით ესაუბრა
პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე გუშინ და დღეს ტელეფონით ლიტვის პრეზიდენტს ვალდას ადამკუსს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ხავიერ სოლანას, ევროპარლამენტის პრეზიდენტს ჰანს პოტერინგს და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კარლ ბილდტს ესაუბრა.
საუბრების ძირითადი თემა იყო საქართველოში არსებული ვითარება, მიმდინარე მოვლენები და 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარების მნიშვნელობა.
ევროპის ქვეყნების ლიდერებთან საუბრისას ნინო ბურჯანაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა უზრუნველყოფილ იქნას მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების თავისუფლება, სამართლიანობა და საერთაშორისო სტანდარტებთან სრული შესაბამისობა. მისი თქმით, არჩევნების პროცესის მონიტორინგის და ობიექტური შეფასების მიზნით, საქართველოს ხელისუფლებამ და პირადად ნინო ბურჯანაძემ საერთაშორისო ორგანიზაციების და ეროვნული პარლამენტების დამკვირვებელთა ყველაზე ფართო სპექტრი მოიწვია.
ნინო ბურჯანაძესთან საუბრებში ევროპელმა მეგობრებმა საქართველოს მიმართ გამოხატეს სრული მხარდაჭერა და თანადგომა, აგრეთვე მზადყოფნა, რომ მათი ქვეყნის წარმომადგენელები ჩაერთონ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგის პროცესში.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური