Google+

სიახლეები

18.02.2008
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტიბაანში კოსოვოს საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა

ტიბაანში წმინდა სტეფანე ხირსელის სახელობის მონასტრში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა კოსოკოს საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მისამართით ბევრი მუქარა გაისმა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, კოსოვოს საკითხი საქართველოს არანაირად არ უნდა შეეხოს და სახელმწიფო აპარატმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში უნდა განაგრძოს. „საქართველო, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართლულ ყველა ნაბიჯს გაუმკლავდება"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ტიბაანში.

„ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ მოვისმინე ამ სიტუაციასთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდგ მიმართული მუქარა. ახლა სიტუაცია ძალიან სერიოზულ ფაზაშია შესული. დღეს და ხვალ ძალიან ბევრი სახელმწიფოს მიერ მოსალოდნელია კოსოვოს აღიარება. მე ვიცი, რომ ვიღაც ვიღაცეები დასავლეთის მიერ კოსოვოს აღიარების სანაცვლოდ, საქართველოს ტერიტორიის მიმართ საპასუხო ნაბიჯებზე საუბრობენ. მინდა განვაცხადო, რომ როგორც არასდროს სახელმწიფო აპარატი უნდა მუშაობდეს ძალიან ორგანიზებულად, ჩვეულ რეჟიმში. რა საერთაშორისო სიტუაციებიც არ უნდა შეიქმნას, ვერავინ ვერ უნდა ამოგვაგდოს ამ კალაპოტიდან. მინდა ჩვენმა და საერთაშორისო საზოგადოებამ ეს კარგად გაითავისოს. ყველა ნაბიჯს, მიმართულს ამ კონტექსტში საქართველოს წინააღმდეგ, მზად ვართ და შეგვწევს ძალა ვუპასუხოთ ბევრად უფრო ქმედითი საპასუხო ნაბიჯებით. ჩვენ ყველანაირ პროვოკაციას აღვკვეთავთ ძირშივე და სათანადო რეაგირებას მივიღებთ. არავის არ ვურჩევთ ამ საკითხში ჩარევას და რაიმე სახის გამწვავებაზე წასვლას. ჩვენ გვინდა ყველა საკითხის მშვიდობიანად მოგვარება. დღეს ყველაზე ნაკლებდ გვჭირდება რაიმე სახის არეულობა, მაგრამ საქართველო უკან არ დაიხევს" -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)