სიახლეები
03.06.2008
საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი შედგა
დღეს საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი შედგა. დიმიტრი მედვედევმა მიხეილ სააკაშვილთან საუბრისას აფხაზეთში რკინიგზის აღდგენაში რუსეთის დახმარების საკითხი განიხილა. სახელმწიფოთა ლიდერები პეტერბურგში დაგეგმილი ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრის გამართვის თაობაზე და სახელმწიფოთა შორის არსებული პრობლემური საკითხების განხილვის შესახებ შეთანხმდენენ.
დღესვე საქართველოს პრეზიდენტი ტელეფონით ესაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისსა და ფინეთის პრეზიდენტს ტარია ჰალონენს ესაუბრა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური