Google+

სიახლეები

30.06.2008
ბათუმში სუამის მესამე, გაფართოებული სამიტი გაიმართება

დღეს ბათუმში სუამის გაფართოებული სამიტი გაიხსნება, რომლის თავმჯდომარე ქვეყანა წელს საქართველოა. სამიტი ორდღიანია და მასში მონაწილეობას მიიღებენ პოლონეთის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და ლიტვის პრეზიდენტები, ასევე ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე. საქართველოს პირველი პოლონეთის პრეზიდენტი ესტუმრება, რომელიც დღესვე გამართავს შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან. პირისპირ შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტები პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. პრესკონფერენციას გამართავენ.

1 ივლისს ბათუმში გაიხსნება ძეგლი "გზა საქართველოსი - გზა განმანათლებელი", რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგასთან ერთად გახსნის. ერთ-ერთ ოჯახში კი, მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ერთად აანთებს პირველად ბუნებრივ გაზს.

ამავე დღეს მიხეილ სააკაშვილი გამართავს პირისპირ შეხვედრებს კოლეგებთან და სხვა თანამდებობის პირებთან.

ამის შემდეგ, გაიმართება სუამ-ის სახელმწიფოს მეთაურთა საბჭოს დახურული სხდომა და სახელმწიფო მეთაურთა შეხვედრა ფორმატით სუამი-პოლონეთი.

ასევე დაგეგმილია სუამ-ის სახელმწიფოს მეთაურთა სამიტის პლენარული სესია, ერთობლივი დოკუმენტების ხელმოწერა. დღის დამლევს სახელმწიფოთა მეთაურები ერთობლივი პრესკონფერენციას გამართავენ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)