Google+

სიახლეები

29.10.2008
პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატს მთავრობის დაკომპლექტებაში სრულ ავტონომიურობას სთავაზობს

ნორვეგიაში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარი ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. როგორც მან განაცხადა, საქართველოს მთავრობაში რადიკალური ცვლილებები არ მოხდება და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატს გრიგოლ მგალობლიშვილს მთავრობის დაკომპლექტებისას სრული თავისუფლება ექნება. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ახალი ძალა და ენერგია მთავრობის ყველა დონეზეა საჭირო.

"საქართველოში პრემიერმინისტრის შეცვლა განპირობებული იყო იმით, რომ ჩვენ ერთი ეტაპი უკვე გავიარეთ. შეთანხმება თავიდანვე ასეთი იყო. ჩვენ გადავდივართ ახალ ეტაპზე და ამიტომ ახალი ენერგია, ახალი პროგრამები, ჩვენი დაპირებების შესასრულებლად მეტი ძალისხმევა და აღდგენისა და რეკონსტრუქციის 18-თვიანი გეგმის წარმატებით შესრულება გვჭირდება, რათა 50-თვიანი პროგრამის განხორციელებას დავუბრუნდეთ. ჩვენი მთავარი საპროგრამო ამოცანები არათუ არ იცვლება, თითოეული მათგანი უფრო ენერგიულად უნდა შევასრულოთ.

საქართველო რთულ სიტუაციაში იმყოფება, მაგრამ საქართველოს მთავრობის წინა შემადგენლობამ ურთულეს გამოწვევებს გაუძლო და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყოველივე ეს გათვალისწინებული იყოს ახალი მთავრობის დაკომპლექტებისას. მინდა ვთქვა, რომ ამ პროცესში პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატს სრული ავტონომია აქვს. უდავოა, რომ ახალი სისხლის შემოდინება მთავრობის განახლება ხელისუფლების ყველა რგოლშია საჭირო და ეს მუდმივი პროცესია, თუმცა ამ ეტაპზე მთავრობის შემადგენლობაში რაიმე რევოლუციურ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. გეგა მგალობლიშვილს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე ამის აუცილებლობა არ არის და მე შემიძლია მას მხოლოდ დავეთანხმო", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)