Google+

სიახლეები

14.11.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთ-ევროკავშირის სამიტის მიმდინარეობას გამოეხმაურა

რუსეთ-ევროკავშირის სამიტის მიმდინარეობას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბაქოდან გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, როგორც არ უნდა განვითარდეს ურთიერთობა მოსკოვსა და ბრიუსელს შორის, საქართველოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში მაინც გაგრძელდება.

"ჩვენ ნიკოლა სარკოზის პოლიტიკური მხარდაჭერა მივიღეთ. საფრანგეთის მთავრობამ გუშინვე განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინას ევროკავშირის პრივილეგირებური პარტნიორის სტატუსი მიენიჭება. ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრად უფრო ადვილი იქნება ევროპაში შესვლა, როგორც მოგზაურობის, ისე პროდუქციის შეტანისა და ევროპული ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით.

თავის მხრივ, საქართველოში გაადვილდება საწარმოების გახსნა და, შესაბამისად, ხალხის დასაქმება. საქართველო ევროპული ეკონომიკისა და პოლიტიკური სივრცის ნაწილი გახდება. რუსეთის აგრესიის შემდეგ სერიოზულად ალაპარაკდნენ იმაზე, რომ საქართველოს ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადი უნდა გახდეს იმის მიუხედავად, რამდენადაც არ უნდა შეიკავონ თავი ევროპის გაფართოების თაობაზე და იმის მიუხედავად, როგორ განვითარდება რუსეთისა და ევროპის ურთიერთობა. ვფიქრობ, რუსეთ-ევროკავშირის სამიტის წინ საფრანგეთის პრეზიდენტთან ჩვენს ვრცელ შეხვედრას და ევროპის კავშირის მხრიდან კონსულტაციების გამართვას, მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)