სიახლეები
26.11.2008
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება ბატონი ეროსი კიწმარიშვილის აღიარებით ჩვენებისთან დაკავშირებით
ჩვენ პატივს ვცემთ პარლამენტს და მის საგანგებო კომისიას, რომელიც ომის გამომწვევ მიზეზებსა და მსვლელობის დეტალებს იძიებს. სწორედ ამის გამო ბრძანა პრეზიდეტმა, კომისიის წინაშე საქართველოს მთავრობის ყველა ოფიციალური პირი და სამხედრო სფეროს წარმომადგენლებიწარმდგარიყვნენ. ამ კვირის დამლევს დამოუკიდებელ საპარლამენტო კომისიას ჩვენებას ქვეყნის პრეზიდენტიც მისცემს.
კომისიისათვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მან ამ მეტად გადამწყვეტი კითხვებიდან გამომდინარე, სრული და ფაქტებზე დაყრდნობილი სამხილები გამოავლინოს. სწორედ ამის გამო, ძალზე სამწუხარო იყო, რომ დღეს ბატონმა ეროსი კიწმარიშვილმა, აღიარებითი ჩვენების დროს არაზუსტი და არათანმიმდევრული განცხადებები გააკეთა.
მიუხედავად იმისა, რომ ეროსი კიწმარიშვილი საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი იყო, მის მოვალეობას არანაირად არ წარმოადგენდა სამხედრო ან სტრატეგიული საქმიანობა. ასე რომ, ბრალდებები, თითქოს იგი ამ მოლაპარაკებების ნაწილს წარმოადგენდა, არ შეესაბამება სიმართლეს.
საქართველოს მთავრობის კრიტიკა ეროსი კიწმარიშვილმა მას შემდეგ დაიწყო, რაც მას დიპლომატიურ სამსახურში ყოველგვარი სამსახურეობრივი პასუხისმგებლობა მოეხსნა. ის ფაქტი, რომ მან კომისიას საქართველოს ტელევიზიის ღია ეთერში მისცა აღიარებითი ჩვენება, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ნებას არ გადაუხვიოს გამჭვირვალე და მყარი დემოკრატიის მშენებლობის გზიდან.
ჩვენ გვეამაყება, რომ დღეს ყველას აქვს საკუთარი მოსაზრებების გამოხატვის, საზოგადოების ინფორმირებისა და ზოგჯერ, თუნდაც, დეზინფორმირების სრული თავისუფლება.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური