სიახლეები
16.02.2009
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კატალონიაში იმყოფება
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეპანეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ რეგიონს კატალონიას სტუმრობს. საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს და სიტყვით გამოვა საერთაშორისო კონფერენციაზე. მიხეილ სააკაშვილი შეხვდება ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლებს.
ვიზიტის მიზანია, საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების მოზიდვა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური