Google+

სიახლეები

26.03.2009
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გურამ დოჩანაშვილს იუბილე პირადად მიულოცა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ საააკაშვილმა თანამედროვე ქართველ მწერალს გურამ დოჩანაშვილს 70 წლის იუბილე პირადად მიულოცა. გურამ დოჩანაშვილი თავის ერთ-ერთ ბოლო მოთხრობაში წერს, რომ ფლორენცია მისი საოცნებო ქალაქია. სწორედ ამიტომ, მიხეილ სააკაშვილმა ცნობილ ქართველ მწერალს და მის ოჯახს იტალიის საგზურები გადასცა საჩუქრად.

"მიმაჩნია, რომ თქვენ ჩვენი ქვეყნის მარკ ტვენი ბრძანდებით, შესაძლოა - მეტიც კი ჩვენი ქვეყნისთვის. ამას ყოველგვარი გაზვიადების გარეშე ვამბობ. ჩვენ, ყველანი თქვენს წიგნებზე გავიზარდეთ. დაახლოებით, ორი კვირის წინათ ჟურნალში თქვენი ახალი მოთხრობა წავიკითხე. გადავწყვიტე თქვენთან მოვსულიყავი და პირადად მომელოცა იუბილე. გუშინ ეს მოთხრობა კიდევ ერთხელ გადავიკითხე და ყურადღება იმ ადგილას შევაჩერე, სადაც იტალიის შესახებ, კერძოდ ფლორენციაზე წერთ. დიდხანს ვფიქრობდი, რით შეიძლებოდა აღგვენიშნა თქვენი იუბილე და გადავწყვიტე თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის საჩუქრად იტალიის ერთკვირიანი საგზურები წამოგვეღო - სამი დღე რომში და ოთხი დღე ფლორენციაში. ეს მოკრძალებული საჩუქარი ჩვენი თქვენდამი პატივისცემისა და მადლიერების გამოხატულებაა", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა მწერალთან საუბრისას.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)