Google+

სიახლეები

30.03.2009
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონების გუბერნატორებსა და გამგებლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონების გუბერნატორებსა და გამგებლებს პრეზიდენტის კანცელარიაში შეხვედა.

შეხვედრაზე რეგიონების განვითარების პროგრამის ფარგლებში გზების აღდგენაზე, წყლით, ბუნებრივი აირითა და ელექტროენერგიით მომარაგების პრობლემებზე ისაუბრეს. ასევე იმსჯელეს მუნიციპალურ პროგრამებსა და სოციალურ დახმარებათა პაკეტზე. საუბარი შეეხო გზებისა და მილსადენების რეაბილიტაციისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხების ხარჯვას.

საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა კორუფციაზეც და აღნიშნა, რომ დანაშაული არ მოხდება, რადგან კონტროლი მაქსიმალურია. მიხეილ სააკაშვილმა რეგიონის მმართველებს ყველა სარეაბილიტაციო პროექტის დროულად დასრულებისაკენ მოუწოდა.

განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა კომუნალური მრიცხველების პრობლემა და პრეზიდენტმა დროულად მოითხოვა მოსახლეობის ინდივიდუალურ გამრიცხველიანობა.

"საქართველოს მტერი, ოკუპანტი ყველაფერს აკეთებს იმისათვის,რომ საქართველო წინ ვერ წავიდეს და არ შეიქმნას პირობები საქართველოს დეოკუპაციისთვის.

ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების ეფექტური მუშაობის შედეგად მათ შიდა არეულობების და დესტაბილიზაციის გეგმები სერიოზულად ჩაეფუშათ.

მათი პასუხი ამაზე კი, ჩვენ პოლიციელბზე გუშინდელი თავდასხმა იყო. სამწუხაროდ ერთი პოლიციელი დაგვეღუპა და რამდენიმე დაგვეჭრა,

მაგრამ მიუხედავად ამ შემოტევებისა და ამ პროვოკაციებისა ჩვენი განვითარება, ჩვენი წინსვლა, ჩვენი აღმშენებლობა დაჩქარებული ტემპით უნდა გაგრძელდეს. ამ შეხვედრებმა უნდა მიიღონ რეგულარული ხასიათი.თქვენ ხალხმა აგირჩიათ იმისათვის, რომ მათი პრობლემები მოაგვაროთ." - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოში რამდენიმე ახალი ელექტროგადამცემი ხაზებისა და ჰესების მშენებლობა დაიწყება.

მისი თქმით, წელს ყველას ეგონა, რომ საქართველო ჩაბნელდებოდა, რამდენიმე ავარია მოხდა კიდეც, მაგრამ ლიკვიდაცია დროულად ხდებოდა.

მისი თქმით, პარალელურ სისტემაში საქართველო ერთვება თურქეთთან, აზერბაიჯანთან სომხეთთან. ამ სფეროში ურთიერთობა ასევე რუსულ ენერგოკომპანიებთან აეწყო . ყოველივე ამის შედეგად კი, საქართველოს ენერგომდგრადობა მუდმივად უზრუნველყოფილი იქნება.

პრეზიდენტის თქმით, სწრაფი ტემპით უნდა განხორციელდეს ინფრასტრუქტურული პროექტები. "რეგიონებში საკმაოდ დიდი პრობლემებია - უმუშევრობა, უწყლობა, უგზოობა და ა.შ. რეგიონებისთვის მიუხედავად კრიზისისა, წელს ბევრად მეტი თანხა გამოიყო, ვიდრე ოდესმე. ხორციელდება სხვადასხვა პროექტები, წყალგაყვანილობის, გზების რეაბილიტაციის და სხვა მიმართულებით. ასევე ბევრი დაპირება შესრულდა. რეგიონალური და რაიონული პროექტები კი ხალხის დასაქმებას ემსახურება. რეგიონალური პროექტებისთვის 66 მლნ ლარია გამოყოფილი, გზების მშენებლობისთვის კი 521 მლნ ლარი.

"ქურდობა და ქურდბაცაცობა დამთავრდა. ეს არის ხალხის ფული, თქვენი არის მოგება, შემოსავალი ხელფასი, ქურდობა აქ იქნება. კარგად იმუშავებთ მეტი მოგება იქნება, ცუდად იმუშავებთ არ გადაგიხდით ფულს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნულ პროექტებზე მომუშავეთა საყურადღებოდ.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რეგიონების გუბერნატორებთან და გამგებლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რეგიონებში ინდივიდუალურ მრიცხველებთან დაკავშირებით კატასტროფული მდგომარეობაა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით ვითარება მკვეთრად უნდა გამოსწორდეს, რადგან სოფელში დიდი სოციალური უსამართლობა ხდება და მეზობლები ერთმანეთს გადაეკიდნენ.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "ენერგოპრო"-სთან კონტრაქტი თავის დროზე საკმაოდ ცუდად გაფორმდა. "ინვესტორს უნდა შევუქმნათ ყველა პირობა, რათა ახლა პრობლემა არ შეექმნას, ის დამნაშავე არ არის, თუ ამ კონტრაქტის გაფორმებაზე უნიათო ხალხი მუშაობდა" - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, იუსტიციის სამინისტრომ კარგად უნდა შეისწავლოს იმ მოხელეების საქმიანობა, რომლებიც ამ საკითხზე მუშაობდნენ და რომლებმაც ვერ გაითვალისწინეს, რომ სოფლებში ინდივიდუალური მრიცხველები უნდა ყოფილიყო.

"ამაზე ცალკე დავალებას ვაძლევ ასევე იუსიტიციის სამინისტროს და იმედია პროკურატურა ამას სათანადო დონეზე შეისწავლის", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს აქვს იაფი გაზი და მომარაგების საიმედო წყარო. "აზერბაიჯანთან გაფორმებული კონტრაქტის შესაბამისად 5 წელი გაზის ფასი საქართველოსთვის მხოლოდ შეიძლება გაიაფდეს, თორემ გაძვირების მიმართულებით ეს საკითხი არ გადაიხედება. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა" - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, 2009-2011 წლებში დაახლოებით 165 000 აბონენტმა უნდა მიიღოს გაზი. მათ შორის კახეთში გაზს მიიღებს დამატებით 30 000 მომხმარებელი, ქართლში - 38 400, იმერეთში - 28 000, სამეგრელო-გურიაში - 32 000, აჭარაში - 35 000.

"თუმცა, საქართველოს მთავრობამ და ენერგეტიკის სამინისტრომ ინვესტორებთან უკეთესად უნდა იმუშაოს. საქართველოში საჭიროა მუშაობა ადგილობრივი წესებით ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით. მომავალი წლის ბოლოსთვის ყველა სოფელში უნდა იყოს ინდივიდუალური მრიცხველები. კოლექტიური მრიცხველები სირცხვილია", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გუბერნატორებთან და გამგებლებთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა ისიც, რომ ფოთში საქართველოში ყველაზე დიდი აეროპორტი აშენდება. "ფოთის აეროპორტი იქნება სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვებზე გათვლილი. ამისთვის ფოთში ძალიან კარგი ბუნებრივი პირობებია", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი შეხვედრაზე რეგიონების წყალმომარაგების სისტემების სარეაბილიტაციო პროექტების მიმდინარეობით დაინტერესდა და მათგან შესაბამისი ინფორმაციები მოისმინა.

"ჩვენ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში გავაკეთებთ იმას, რაც საქართველოში არ გაკეთებულა არასდროს, პრაქტიკულად მთელს საქართველოში იქნება ახალი წყალგაყვანილობა~, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)