Google+

სიახლეები

16.07.2009
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმში ახალი სასტუმროს მშენებლობის დაწყებას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმში ახალი სასტუმროს მშენებლობის დაწყებას დაესწრო.

როგორც მან აღნიშნა, მშენებლობა ორ წელიწადში დასრულდება. "უკვე გადავედით იმ დროიდან, როდესაც ამ ადგილზე ძალიან ბევრი დაუსაქმებელი დეკვალიფიცირებული, ცხოვრების ხალისს მოკლებული ადამიანი გვყავდა. გადავდივართ იმ ეტაპზე, როდესაც სამუშაო ძალის მწვავე უკმარისობა გვექნება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, მომავალი სამი წლის განმავლობაში, მხოლოდ ბათუმში, მარტო სასტუმროების სექტორში დასაქმებული იქნება 10 ათასამდე ადამიანი.

სასტუმრო კომპლექსი ბათუმში ზღვისპირას, ყოფილი მეტრომშენის შენობის ადგილზე აშენდება. 23 სართულიან შენობაში 250 ნომერი მოეწყობა.

პროექტი ინგლისური ინვესტიციით ხორციელდება და მისი ღირებულება 90 მილიონ ევროს შეადგენს. მშენებლობას ინგლისური კომპანია ~რამბოლი~ აწარმოებს. სასტუმერო ექსპლუატაციაში 2012 წელს შევა.

"ეს არის არაჩვეულებრივი ქვეყანა და ჩვენ ყველაფერი უნდა გვქონდეს არაჩვეულებრივი, მსოფლიოში გამორჩეული. ჩვენ ვიწყებთ აქ მშენებლობას, რომელიც დასრულდება ორ წელიწადში. ამას აკეთებს ევროპის პირველ ხუთეულში შემავალი გერმანული ფირმის ფილიალი. ეს ნიშნავს, რომ არამხოლოდ 300 ჩვენი მოქალაქე საქმდება, არამედ ჩვენი ხალხი ისწავლის ამ სტანდარტებით მუშაობას. ჩვენ გადავედით იმ დროიდან, როდესაც ჩვენ გვყავდა ძალიან ბევრი დაუსაქმებელი"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)