Google+

სიახლეები

22.07.2009
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იპოდრომზე გამოფენას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბაიდენისთვის გამართული კონცერტის შემდეგ იპოდრომზე მივიდა, სადაც გამოფენას "გახსენი რკინის ფარდა" დაესწრო და ქართველი და უცხოელი ფოტოხელოვანის ნამუშევრები მოინახულა. მიხეილ სააკაშვილი ახალგაზრდების ჯგუფს შეუერთდა და პირველი კომენტარი გააკეთა.

"საქართველო პატარა ერია, თუმცა ამ ერის დამარცხება შეუძლებელია. დროებითია ტერიტორიების ოკუპაციაც"- აღნიშნა პრეზიდენტმა.

საუბრისას მიხეილ სააკაშვილი ბაიდენის ვიზიტსაც შეეხო. მისი თქმით, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის გამოსვლამ ყველა ის ეჭვი გაფანტა, რაც ახალი ადმინისტრაციის საქართველოსადმი დამოკიდებულებას ეხებოდა.

"საქართველო არის თავისუფალი და თავისუფლებისთვის ბრძოლა კი, არის ბრძოლა, რომელშიც ჩვენ გავიმარჯვებთ. მათ ჰყავთ ჯარისკაცები, რომლებიც თავიან მავთულხლართს ახტებიან რომ საქართველოში გამოიქცნენ, რომლის დანგრევასაც პუტინი მთელ მსოფლიოს დაჰპირდა.

იგი დამპირდა, რომ ჩამიტარებს არცთუ ისე სტერილურ პროცედურას. მიუხედავად ამისა, მათი ჯარისკაცები აქ მორბიან.

როდესაც საქართველოს ჯარისკაცები საქართველოს მომავალს ხმას აძლევენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საქმე არც თუ ისე უიმედოდ არის.

მათი გეგმა, რომ დაეწყოთ ახალი ომი და თბილისი აეღოთ, საბოლოოდ ჩაშლილია. ამ ახალგაზრდებს კარგად ჩახედონ თვალებში და მიხვდებიან, რომ მათი დამონება შეუძლებელია.

ამ ქვეყანაში შეიქმნა თავისუფლების შეუქცევადი განცდა. პირველი საბჭოთა რესპუბლიკა ვართ, სადაც საბჭოთა კავშირი საბოლოოდ მოკვდა.

ჩვენ ვართ ერი, რომელიც თითქმის მთლიანად გათავისუფლდა საბჭოთა უბედურებისგან."- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)