სიახლეები
05.10.2009
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის სასახლეში დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.
სააკაშვილის თქმით, ტალიავინის დასკვნამ დაადასტურა, რომ რუსები რეგიონში მანამ იყვნენ შესული და მხარს უჭერდნენ სეპარატისტებს, ვიდრე საომარი მოქმედებები დაიწყებოდა.
"ტალიავინის დასკვნამ ბევრ ისეთ კითხვას გასცა პასუხი, რაც ხალხს აწუხებდა. დასკვნაში წერია, რომ რუსეთი შემოვიდა ჩვენ ტერიტორაზე და ჩვენ ამაზე ადეკვატური პასუხი გვქონდა.
მე არ ვფიქრობ, რომ როდესაც უცხო ქვეყნის სამხედროები შენს ტერიტორიაზე შემოიჭრებიან, შენ მას ყვავილები უნდა გაუგზავნო. ტალიავინის დასკვნა ადასტურებს, რომ რუსები სეპარატისტებს იარაღით ამარაგებდნენ. კონსტიტუციური უფლება გვქონდა,რომ თავდასხმის შემთხვევაში თავი დაგვეცვა.მაინტერესებდა გერმანია ან სხვა ევროპული ქვეყანა როგორ მოიქცეოდა,როდესაც მის ქვეყანაში ანექსიას ექნებოდა ადგილი. კომისიის დასკვნაში ითქვა,რომ რუსეთის ჯარი მოგვიახლოვდა და პროვოცირება მოახდინა,რათა ჩვენ ამ კონფლიქტში ჩავრთულიყავით.
ჩვენ ვამაყობთ, რომ ქართული მხარის შეტევისას არცერთი ქალი და ბავშვი არ დაღუპულა."-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური