სიახლეები
13.10.2009
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტით ქუვეითში გაემგზავრა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტით ქუვეითში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ქართული დელეგაციის შეხვედრები ქუვეითის პრემიერ-მინისტრსა და სხვა ხელმძღვანელ პირებთან. ასევე დაგეგმილია მნიშვნელოვანი დოკუმენტების ხელმოწერა, რომელიც ქუვეითისა და საქართველოს მომავალ ურთიერთობებს ეხება - კერძოდ, ხელშეკრულება ინვესტიციების ხელშეწყობის შესახებ და ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულება.
შეხვედრა გაიმართება ქუვეითის ფონდთანაც, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი ფონდია. შესაძლოა ქართულმა მხარემ ქუვეითის მხარე საქართველოშიც მოიპატიჟოს, რათა ადგილზე გაიცნონ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და საინვესტიციო გარემო.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური