სიახლეები
14.10.2009
საქართველოს პრეზიდენტი ქუვეითის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი ქუვეითში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. სულ მალე საქართველოში ქუვეითის საელჩო გაიხსნება. ამის შესახებ ქუვეითში საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტისას გახდა ცნობილი.
მიხეილ სააკაშვილი "ალშაია" ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა, რომელიც მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მფლობელია. გარდა ამისა, პრეზიდენტმა შეხვდრა გამართა ქუვეითის პრემიერ-მინისტრთანაც. შეხვედრებზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ოქტომბრის ბოლოს ქუვეითში ბიზნესფორუმი გაიმართება, სადაც ქართული მხარე კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებს ჩაიტანს.
ქუვეითში ინვესტორების მხრიდან საქართველოში ინვესტიციების დაბანდების დიდი ინტერესი გამოითქვა; კონკრეტულად, ენერგეტიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და სამშენებლო სფეროებში. ახლო მომავალში საქართველოს ქუვეითელი ბიზნსმენების დელეგაციაც ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი შეხვდა მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილი საინვესტიციო ჰოლდინგების: ხურაფო ჯგუფისა და ფინანსური სახლის ხელმძღვანელებს.
ამ კომპანებს საკუთარი კაპიტალი მსოფლიოს უდიდეს ბრენდებში აქვთ დაბანდებული.
უკვე ცნობილია, რომ ქუვეითის ფონდი თბილისში სასწავლო დაწესებულებების განვითარებაში სერიოზულ ინვესტიციას დააბანდებს.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური